воскресенье, 25 июля 2010 г.

,,ფერები ბუნებაში"



1.პროექტის სახელი: ,,ფერები ბუნებაში''

2.პროექტის მოკლე აღწერა:

მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ბუნებას, ფერთა მრავალგვარობას წელიწადის სხვადასხვა დროს, გარდამავალ ფერებს. გაუჩნდებათ სურვილი დაიცვან ბუნება, რომელიც არამარტო ალამაზებს ჩვენს ქვეყანას არამედ ის ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას და ყოველდღიურობას, ბუნებაში არის მრავალი მცენარე , რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები, უნდა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ ის გადაშენებისაგან.ასევე განიხილონ ბუნების ფერების როლი ხელოვნებაში.

3. პროექტის ვრცელი აღწერა:

მოიპოვებენ ინფორმაციას ინტერნეტში,, ფერები ბუნებაში” ასევე ფერთა თავისებურებას წელიწადის სხვადასხვა დროს. მარადმწვანე მცენარეებს, გააკეთებენ ექსკურსიას ბუნებაში . დააკვირდებიან რომელი ფერი დომინირებს , გააკეთებენ ანალიზს ფერზე, გადაიღებენ სურათებს, გააკეთებენ ჩანახატებს, მოიძევენ ინფორმაციას ,, ნიუტონის ფერთა თეორია” შექმნიან ასოციაციურ რუკას, იმსჯელებენ ცისარტყელას ფერებზე, ასევე საილუსტრაციო მასალების გამოყენებით იმსჯელებენ წყვილებში თუ როგორ ქმნიან მხატვრები ფერის ემოციური თვისებების გამოყენებით ამა თუ იმ განწყობას, ბუნების პეიზაჟებს, განუვითარდებათ კვლევის, ანალიზის უნარი. დააკვირდებიან როგორ იცვლის ბუნება ფერს წელიწადის სხვადასხვა დროს.

4. მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი.

5. სარგებელი სხვებისთვის:

გასვილითი ექსკურსიები, საქართველოს ბუნების დათვალიერება, რომელიმე მხატვრის სახლმუზეუმის დათვალიერება, მოძიებული მასალების სხვებისთვის გაცნობა, ბუნების მოფრთხილება.

6. შედეგები:

ჩამოუყალიბდებათ , შემოქმედებითი ინფორმაციის მოძიების, გადაცემის უნარი ისტის გამოყენებით, ისწავლიან პრეზენტაციის გაკეთებას, მოუფრთხილდებიან ბუნებას, ჩაუღრმავდებიან ფერის როლს ხელოვნებაში, განიხილავენ ზოგიერთი მხატვრის ნახატებს რომლებიც შექმნილია ,,ბუნების” თემაზე.

7. სამუშაო ენა: ქართული

8. საგნებთან საგანთა ჯგუფებთან კავშირი:

ისტ_ი : გამოიყენებენ საძიებო სისტემებს, მოიძიებენ ინფორმაციას ფერებზე, ნიუტონის ფერტა თეორიაზე, გაეცნობიან ხელოვანთა ნამუშევრებს, გააკეთებენ ჩანახატებს გრაფიკულ პროგრამაში, გააკეთებენ პრეზენტაციას, ბროშურებს.

ბუნება: დააკვირდებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ბუნებას, მათ თავისებურებას, ფერების ცვლილებას კლიმატის ცვლილებისას, მარადმწვანე მცენარეებს, სამკურნალო მცენარეებს.

ხელოვნება: წაიკითხავენ ნიუტონის,, ფერთა თეორიას”, დაათვალიერებენ რომელიმე მხატვრის მუზეუმს, შეისწავლიან ნახატებს თემაზე ,,ფერები ბუნებაში”.

9.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

10.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნატა საყვარელიძე

11, პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: sakvarelidzenata916@gmai.com

12.პროექტის ვებ გვერდი/ ბლოგი: sakvarelidzenata916@blogspot.com